საქართველოს მოქალაქეები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნებზე კენჭს 25 კანდიდატი იყრის, მაგრამ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა არ შეუძლიათ – არ არსებობს არც ერთი საარჩევნო უბანი.
როგორც ცესკო იტყობინება, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3705 საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ის ქართველებიც, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. როგორც ცნობილია 41 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი. გამონაკლისს, ამ შემთხვევაში, რუსეთი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები