ილია მეორე: საქართველო ბედნიერი იქნება, დალოცვილი იყავით!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
უწმინდესი საარჩევნო უბანზე საპატრიარქოს მოსაყდრე, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.
“ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით”, – განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ პატრიარქმა.
ხმის მიცემის შემდეგ, უწმინდესი სამების ტაძარში წაბრძანდა, სადაც საკვირაო წირვას აღავლენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები