ირმა ნიორაძე: საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს
საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიინსკის თეატრის პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე წერს.|
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე 48-ს შემოხაზავს.
“დღეს დავბრუნდი მონტე კარლოდან! მიმაჩია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა!მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს! მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს!კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ტყუილი, სიძულვილის ენა, ცილისწამება, ფსევდოპატრიოტიზმი, შეურაცხყოფა და მათზე დამყარებული კამპანია ვეღარასდროს დაამარცხებს!ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს!მივალ და შემოვხაზავ 48-ს!”,-წერს ნიორაძე.