ანრი ოხანაშვილი: როგოც ჩანს, ოქუაშვილი მიხვდა, რომ შანტაჟი ვერავის ვერ გაუვა სახელმწიფოსთან

“როგორც ჩემთვის არის ცნობილი, „ომეგა ჯგუფმა“ ვალის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც სახელმწიფოს, პოზიტიური თვალსაზრისით, ექნება შესაბამისი რეაგირება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებისთვის ნებისმიერი სამუშაო ადგილი მნიშვნელოვანია.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი „ომეგა ჯგუფმა“ ვალის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც სახელმწიფოს, პოზიტიური თვალსაზრისით, ექნება შესაბამისი რეაგირება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი. როგოც ჩანს, ოქუაშვილი მიხვდა, რომ შანტაჟი ვერავის ვერ გაუვა სახელმწიფოსთან. შესაბამისი უწყებების მხრიდან ამას ექნება შესაბამისი ადეკვატური რეაგირება, რათა არ გაჩერდეს არც ერთი საწარმო ქვეყანაში, მედიასაშუალებებმა იმუშაონ და არ გადაჰყვეს ეს ყველაფერი კერძო ინტერესებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა. როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომპანიამ წარმოების განახლება ითხოვა, დაგროვილი ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები