კახა კალაძე ” ომეგა ჯგუფზე”: კომპანიამ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა
“საბიუჯეტო დავალიანების გადახდა კომპანიამ დაიწყო. თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი. შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას აქვს ბიზნესის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია.
“საბიუჯეტო დავალიანების გადახდა კომპანიამ დაიწყო. თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი. შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა. ჩვენთვის ბიზნესი მნიშვნელოვანია, ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქვეყანაში ქმნის კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანებს ასაქმებს. ის მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას აქვს ბიზნესის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომპანიამ წარმოების განახლება ითხოვა, დაგროვილი ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.