“იაგო ნებიერიძე 2004 წელს ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით იყო დაკავებული”

გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.
როგორც დაკავებულის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისმა შვილმა საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა.
ბრალდებულის დედის ინფორმაციით, ის ყაჩაღობის ბრალდებით იყო გასამართლებული.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე, რომელიც დაკავებულია გორში მოკლული ბავშვის ბრალდებით, პირველად არ არის დაკავებული.
მისივე თქმით, იაგო ნებიერიძე 2004 წელსაც იყო დაკავებული იყო არასრულწლოვან ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით და მშობლებისგან ითხოვდა თანხას.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე იხსენებს, რომ იაგოს მამა ფარეხს უშენებდა იმ ოჯახს, რომლის ბავშვიც გაიტაცეს. იაგო ნებიერიძეს ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე იცავდა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები