გიორგი ხოჯევანიშვილი: ვიმედოვნებ, დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გორში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“შემზარავი ტრაგედია მოხდა გორში. მინდა, პირველ რიგში, მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და თანადგომა გამოვუცხადო ამ მეტად მძიმე წუთებში. ეს არამხოლოდ მათი ან ჩვენი ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა. მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი მიმდინარე საგამოძიებო პროცესს. გამოძიება გრძელდება და ვიმედოვნებ, დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული.
“იმ მარშრუტის დადგენის შედეგად, რომლითაც ბავშვი გადაადგილდებოდა ყველა სახლი გაიჩხრიკა. ერთ-ერთ სახლში აღმოჩნდა სისხლის კვალი, რის საფუძველზეც დავაკავეთ ი.ნ. ის იქ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს”, – განაცხადა შს მინისტრს პირველმა მოადგილემ კახა საბანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები