ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის ტემპს აკრიტიკებს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს.
ბიძინა ივანიშვილი მათი მმართველობის სტილს ქვეყნისთვის არასაკმარისად ეფექტურს უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობაში ახალი ცვლილებები წინაზე გაცილებით ეფექტური იქნება.
“მთავრობა ავიღოთ მაგალითად, მთავრობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მოხდა პატარა ცვლილებები და გადაადგილებები. მაგრამ, ეს იქნება გაცილებით ეფექტური, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება. თუ გავიხსენებთ, წინა პრემიერებს, გნებავთ კვირიკაშვილს და გინდაც, ღარიბაშვილს, არაფერი კატასტროფული არ მომხდარა ყოველ შემთხვევაში მათთვის. პირველი ეტაპი ძალიან კარგად დაიწყო კვირიკაშვილმა რამდენიმე თვე და ეს ვთქვი და აღარ გავიმეორებ, ასეთი ტემპები აღარ გვაწყობს, ასეთი ეფექტურობა მართვის სტილის არ არის საკმარისი.
აი, მთავრობის მაგალითია კარგი, რაც მოხდა გადაადგილება, მსგავსი შეიძლება მოხდეს, როცა საშუალება იქნება სხვადასხვა სტრუქტურებში და პირველ რიგში, პარტიის როლს გავზრდი და ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში. შევეცდები თუკი სადმეა და როგორაა, მაქსიმალურად, რეგიონებში გავამაგრო და გაიზარდონ ახალი წარმომადგენლები ქართული ოცნების და საერთოდ, პოლიტიკურად სჭირდება განვითარება. ძალიან ბევრი განაწყენებული, ობიექტურად განაწყენებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არის დარჩენილი. ვპირდები მათ, რომ მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამართულ ინტერვიუში.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 23 ოქტომბერს ინტერვიუ სამი ტელევიზიის “რუსთავი 2”-ის, “ტვ პირველისა” და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები