ივანიშვილი სარალიძის დაკავებაზე: არ არის საჭირო ქუჩა, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე პოლიციელის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
“არვიცი დღეს რა მოხდა, თუ განვიხილავთ ბატონი ზაზა სარალიძის შემთხვევას, იმ დიდ და უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოში და თბილისში. მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად მოიქცა, პირიქით იხატება ყველაფერი. ბატონ ზაზას ვთხოვდი, რომ კეთილი ინებოს, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხერ მივუსამძიმრებ. მთელი საქართველო ძალიან ვწუხვართ იმ ტრაგედიაზე, რაც მოხდა და როგორც განიცადა, მაგრამ ასე არ შეიძლება, ესე არ შეიძლება პოლიტიზირება. ახლა ის, რომ ადგილს უნახავს რუსთაველზე ენმ-ს, ეს ხომ ყველამ ვიცით, ის კარავი იქ რომ დგას, რისთვის დგას?
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, კომისია თუ რა, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლად საერთოდ არ იყო. ეს არის ხელისუფლების ახალი ხელწერა, ის, რომ სასამართლო იმართება ჩვენგან და პირდაპირ საპირისპიროა სწორედ, რომ პროკურატურის მტკიცებულებები პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ გაიზიარა და აქედან დაიწყო ეს პროცესები მაგრამ იქ მეორე ინსტანციაა, მესამე ინსტანციაა, პროცესები გრძელდება.
მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი. დაველოდოთ ყველაფერს, სამართალი გრძელდება, არ დასრულებულა. ვაცადოთ სასამართლოს მუშაობას. არც ერთი პრეცედენტი არ არის, რომ კორუფცია ტრიალებს სასამართლოში, არავითარი ხიბლი დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს, რომ ვიღაცას მხარი დაუჭიროს ასეთ გამოძიებაში არსად ეს არ იკვეთება და ადარებენ გირგვლიანს, არ არის ეს უზნეობა? იქ ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი, იმის შემდგომ, მკვლელებს ხელს აფარებდა,წლობის განმავლობაში, შეიძლება ეს თემა იმას შევადაროთ? მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონ ზაზას, ვუთანაგრძნობ მაგრამ ესე არ შეიძლება, ხო განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია ენმ-ისგან, ხო ეს კოორდინატორი იყო ენმ-ის, შეიძლება ეს შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? შეიძლება ის კარავი, რად უნდა რო ააგო იქ, რატომ გადადო ნაციონალურმა მოძრაობამ 3-დღიანი.
3- დღიანი მიტინგი ჰქონდა გამოცხადებული რუსთაველზე, შემთხვევით გამოაცხადეს, რატო გადადეს, კარგად იმუშავეს სამართალდამცველებმა. ზაზა სარალიძე უკაცრავად ვარ, მაგრამ პირველი ნომერი იყო იმ მსვერპლში, რასაც ეგენი გეგმავდნენ და აბა წარმოიდგინეთ რა ტრაგედია დატრიალდებოდა, სამართალდამცველებმა მოახერხეს და განაცხადეს კიდევაც, რომ იქ რაღაც იგეგმება.
რატომ გეგმავდნენ 3 დღიან მიტინგს, აბა ამიხსენით, შემთხვევით დაგეგმეს? სამართალდამცველებმა მოახერხეს რაღაც იქ პრევენცია გაუკეთეს რაღაცას და ეს გადაიდო პროცესი. აი რატომ დგას რუსთაველზე, სად არის ამის ხიფათი, სად ჩანს, აი თქვენ მითხარით ჟურნალისტებმა, რომ სამართალი სწორი მიმართულებით არ ვითარდება, არაფერი არაა, კითხვა არაა, მე არ ვიცი ეხლა დღეს რა მოხდა, მაგრამ ის, რომ იქ რუსთაველზე დღეს ადგილს უნახავს ენმ-ის და მათ რიცხვში 3 დღიანი რომ გამოაცხადეს, ხვალ გამოაცხადებს, რუსთაველი აქვთ დაკავებული, მივა და განავითარებენ. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო არის დაკავებული აქციაზე”,-განაცხადა ივანიშვილმა.