„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: ღამის კლუბები ითხოვენ, შენობის 20 %-ში მოწევა დასაშვები გახდეს

რამდენიმე ღამის კლუბმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რითიც ისინი ითხოვენ, რომ შენობაში, შიდა სივრცის 20 %-ში მოწევა დასაშვები გახდეს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
„მათ სურთ, მწეველებისთვის შიდა სივრცე გამოიყოს. რა მოტივაცია აქვთ: მწეველები ღამის კლუბიდან გარეთ რომ გადიან, ხმაურს ტეხენ და მეზობლები წუხდებიანო. თურმე, მუსიკა , რომელიც ღამის კლუბებშია და ირგვლივ ტერიტორიას აზანზარებს , ის არ აწუხებთ და მწვეველები რომ გამოდიან და ერთმანეთს ესაუბრებიან, ეს ქმნის პრობლემას.
სად იქნება ეს 20 %, როგორ იქნება, გამიჯნული იქნება, თუ არა, ამაზე საუბარი არ არის. ეს აბსურდული და ალოგიკური მოთხოვნაა, იმედია ამას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“- განაცხადა ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, პირველი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა აიკრძალა. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები