შსს ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია ასევე ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები