ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბის შესახებ ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა

ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბის შესახებ ზარის ავტორი სიდედრია.
ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცნობათა ბიუროს ტელეფონზე დარეკა უცნობმა ქალბატონმა და ოპერატორს განუცხადა, რომ ერთ-ერთი რეისში მჯდომ კონკრეტულ პიროვნებას და მის თანმხლებ პირს ააფეთქებდა.
სამართალდამცველებმა ქალის ვინაობა უკვე დაადგინეს. ქალბატონმა სამართალდამცველებთან სატელეფონო გამოკითხვისას განაცხადა, რომ ის გაბრაზებული იყო სიძეზე და აღელვების ნიადაგზე დარეკა ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორთან.
შსს-ში აცხადებენ, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები