კიშინიოვმა დეფაქტო აფხაზეთის დელეგაცია დნესტრისპირეთში არ შეუშვა

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დეფაქტო აფხაზეთის “დელეგაციას” ქვეყნაში შესვლაზე უარი უთხრა. აეროპორტში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მორიგ ფაქტზე დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, რუსლან ლადარიას, და დეფაქტო აფხაზეთში დნესტრისპირეთის წარმომადგენელს, გარი კუპალბას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
დეფაქტო “დელეგაცია” ქალაქ დუბოსარში, ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები