გიორგი აბაშიშვილი სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტების შეჯამებას დაესწრო

0

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტების შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2014 წლიდან ეხმარება სოფლის ბიბლიოთეკებს გაძლიერებასა და განვითარებაში. ფინანსური დახმარება სხვადასხვა ეტაპზე გამოიხატებოდა როგორც ბიბლიოთეკების წიგნების ფონდის განახლებასა და ტექნიკურ აღჭურვაში, ასევე ინტერნეტიზაციის ხელშეწყობასა და ბიბლიოთეკების, როგორც თემის მობილიზატორების როლის გაძლიერებაში.
“ბიბლიოთეკებმა სოფელში რეალურად შეიძინეს დამატებითი ფუნქციები და გახდნენ საინფორმაციო – საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც სოფლის მცხოვრებლებს შეუძლიათ უამრავი სხვა ტიპის ინფორმაცია მიიღონ, გარდა იმისა, რომ წიგნი წაიკითხონ, ან ინტერნეტით ისარგებლონ”,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი