მანანა ქოჩლაძე: მანქანებს, რომლებზეც გვეუბნებიან, რომ ინსპექტირება გაიარეს, გამონაბოლქვი აქვთ

“თბილისის გარდა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაა რეგიონებშიც. განსაკუთრებით ბათუმში, ქუთაისში და იმ ქალაქებში, სადაც სხვადასხვა ტიპის მადნეულს მოიპოვებენ”, – ამის შესახებ დეტალურად გარემოს დამცველმა მანანა ქოჩლაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
მისი მტკიცებით, ქალაქებში, რომლებშიც ბევრი ავტომობილი მოძრაობს ან რაიმე სახის საწარმო ფუნქციონირებს, იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოაჩენს.
მანანა ქოჩლაძე განმარტავს, რომ ჰაერის დაბინძურებაში 75%-იანი წილი ავტომობილის გამონაბოლქვზე მოდის. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება და ტექნიკური ინსპექტირების თვალსაზრისითაც პრობლემაა.
„ეს კანონი, ტექდათვალიერების, შეღავათს არ მოგვცემს. ხშირად, „მანქანებს, რომლებზეც გვეუბნებიან, რომ ინსპექტირება გაიარეს, გამონაბოლქვი აქვთ. 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება ჩვეულებრივი მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირება. მათთვის 2020 წლამდე საერთოდ მოხსნილია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში ინსპექტირება. არადა, ის, რომ კატალიზატორი აუცილებელია ყველა მანქანაზე, არის ორჯერ ორი. კატალიზატორი ძალიან ბევრ მავნე ნივთიერებას აკავებს“, – აცხადებს გარემოს დამცველი მანანა ქოჩლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები