პრემიერის მეზობელი: შემეშინდა, ვიფიქრე, ძველი დრო დაბრუნდა და მიწა წამართვეს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მეზობელი, მარინა თავბერიძე ტელეკომპანია “რუსთავი-2-ს” სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სიუჟეტში ნაჩვენები ნაკვეთი მისი კუთვნილებაა.
მისი თქმით, მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელზე აქვს.
„ვუყურე გადაცემას “რუსთავი 2″-ზე და იქიდან გავიგე, რომ ჩემი ნაკვეთი ბახტაძის გამხდარა. შემეშინდა, ვიფიქრე, ძველი დრო დაბრუნდა და წამართვეს მიწა-თქო. მადლობა ღმერთს, ასე არ აღმოჩნდა, ” – აცხადებს მარინა თავბერიძე. მისი თქმით, მცხეთაში, ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვს 2005 წელს. “საბუთები ხელზე მაქვს. ეს ტერიტორია არის ჩემი და არა მამუკა ბახტაძის, როგორც ამ გადაცემაში თქვეს. სირცხვილია, ასეთი ტყუილის გავრცელება. ყველამ იცის, რომ იქ ნაჩვენები ეს 630 კვადრატული მეტრის მიწა ჩემი ტერიტორიაა. ჯერ გაარკვიონ სიმართლე და მერე ილაპარაკონ“, – აცხადებს მარინა თავბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები