„თი-ბი-სი არტგალერეაში“ ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „თი-ბი-სი არტგალერეაში“ ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი“ ბანკიდან“ აცნობეს, ექსპოზიცია ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებითი პროცესისა და მისი ნამუშევრების ამსახველ უნიკალურ ფოტო და ვიდეომასალას აერთიანებს.
„თი-ბი-სი არტ გალერეის“ ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში მოეწყობა შემეცნებითი ექსკურსიებიც, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება და მისი ნამუშევრები.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ვახტანგ გორგასლის ბრინჯაოს ქანდაკებაც.
24 ოქტომბერს, გამოფენის ფარგლებში, 18:30-დან გაიმართება დისკუსია ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ – ქეთევან კორძახია, ვახტანგ დავითაია და დავით ანდრიაძე.
„თი-ბი-სი არტ გალერეაში“ გამოფენა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მარჯანიშვილის ქუჩა, N:7.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები