თბილისის ზღვაზე ავარია მოხდა (ფოტო)

თბილისის ზღვაზე, ვარკეთილიდან თემქის მხარეს მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამაღლებულ მიწას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
დაშავებულ მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები