სოფიო ქაცარავა საჯარო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ამერიკელ ექსპერტს, ვივიენ ვოკერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საჯარო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომინიკაციების საკითხებში ამერიკელ ექსპერტს ვივიენ ვოკერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სექტემბრის თვეში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებული სტრატეგიული კომუნიკაციის კონფერენციის შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც ღონისძიების მსვლელობისას გაჟღერდა. ვივიენ ვოკერმა მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ კონფერენციას და გამოთქვა სურვილი, რომ მის ჩატარებას რეგულარული სახე მიეცეს.
ამ კუთხით, სოფიო ქაცარავამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტუკური ინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა . საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართე ვივიენ ვოკერთან, სადაც განვიხილეთ სექტემბერში გამართული სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენცია, მისი შედეგები და რეკომენდაციები. ქალბატონო ვივიენი, როგორც კონფერენციის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და ქვეყნის მეგობარი, პერიოდულად გვიწევს რეკომენდაციებს ამ სფეროში და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდე უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები