ლონდონში, 60 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 20 წლის მამაკაცია, რომელიც ასევე გარდაცვლილი იპოვეს

ლონდონში, Romford-ის რაიონში, პოლიციამ 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იმავე დღეს, ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზზე 20 წლის მამაკაცის ცხედარიც იპოვეს. ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის (BTP) ვერსიით, მამაკაცსა და ქალს, შესაძლოა, ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეთ და მამაკაცის გარდაცვალება ამ შემთხვევას უკავშირდება.

„არსებული მონაცემებით, შემთხვევა მიზანმიმართულ ქმედებად ფასდება. გამოძიება გრძელდება და ამჟამად საფრთხე საზოგადოებისთვის არ არსებობს,“ — აცხადებს ლონდონის პოლიციის წარმომადგენელი.

პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. სამართალდამცავები მოწმეებს მოუწოდებენ, მომხდართან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდნენ მათ ან ინფორმაცია ანონიმურად მიაწოდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები