მანჰეტენზე მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა, ერთი დაჭრა და თავი მოიკლა

აშშ-ში, მანჰეტენზე, შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთი ოფისის შენობაში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. თავდამსხმელმა ასევე, დაჭრა ერთი მოქალაქე და თავი მოიკლა.

პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა გაარკვია – მსროლელი ლას ვეგასის მკვიდრი, 27 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა მკვლელობების მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები