ზაზა გაბუნია: სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფისათვის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი აქტიურად ვმუშაობთ მერიასთან

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფისათვის, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი აქტიურად მუშაობს თბილისის მერიასთან ერთად.
“მინდა მივესალმო იმ თანმიმდევრულობას, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან არსებობს სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფისათვის. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი, აქტიურად მუშაობს დედაქალაქის მერიასთან იმ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რამაც საჭირო სამართლებრივი ბაზა უნდა შექმნას სატრანსპორტო პოლიტიკის ეფექტურობისთვის. უმნიშვნელოვანესია ის რეფორმები, რასაც ამ კუთხით, დედაქალაქის მერია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გეგმავს. იქნება ეს მიწისზედა მეტროს მშენებლობის ახალი პროექტი, ახალი ავტობუსები, პარკირების ევროპული სისტემა, ახალი სამარშრუტო ქსელები და სხვა. ვფიქრობ ეს ინიციატივები აუცილებლად გააუმჯობესებს სატრანსპორტო პოლიტიკის კონტექსტში არსებულ გარემოს”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები