ფოთში ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავი აღინიშნა
ფოთი დიდი საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსისა და პუბლიცისტის, ფოთის ქალაქისთავის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავი აღინიშნა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზს დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა.
საზეიმო სხდომას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობაზე ისტორიის მკვლევარმა, პროფესორმა, ქალაქის საპატიო სტუმარმა, დალი ჩიკვილაძემ ისაუბრა.