აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
აკაკი ბაქრაძის კაბინეტში ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილება იმუშავებს და კაბინეტის სპეციფიკაც სამოქალაქო განათლების მიმართულება იქნება.
მის: ს. ცინცაძის 63.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები