ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია გაიმართება
24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია „ტოკუგავას პერიოდის სულისკვეთება“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საჯარო ლექცია იაპონიის კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება.
ტოკუგავა ნარიმასა ტოკუგავა-შოგუნატის (სამურაების უმაღლესი მმართველი) ოჯახის, მიტოს შტოს მე-15 თავკაცია. სხვა მრავალი საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად ის არის საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორი და საზოგადო ინტერესთა ფონდ „ტოკუგავას“ მუზეუმის პრეზიდენტი ქალაქ მიტოში, საიდანაც წარმოშობით იყო უკანასკნელი შოგუნი.
ღონისძიების „ტოკუგავა და სხვა ოსტატები“ ორგანიზატორები არიან: ტოკუგავას მუზეუმი (იაპონია), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
ლექცია ჩატარდება იაპონურ ენაზე, ქართული თარგმანით.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია N 115.