ქართული კულტურის პოლიტიკა საქართველოში – რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით დისკუსია გაიმართება

24 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება მართავს დისკუსიას თემაზე: ქართული კულტურის პოლიტიკა საქართველოში.
როგორც „კვირას“ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემოქმედელმა აცნობა, შეკრებილნი იმსჯელებენ, თუ როგორ იტაცებენ უნიკალურ ქართულ  სიმღერებსა და ცეკვებს უცხოელი კომპოზიტორები და ქორეოგრაფები, თუ როგორ ხდება ქართული თვითმყოფადი კულტურის ჩანაცვლება ე.წ. მეორეული კულტურით აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მონაწილეები მიიღებენ განცხადებას ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოებისადმი, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელიც თავიდანვე დაპროექტებული იყო, როგორც ქართული კულტურის ცენტრი (მშენებლობის პროცესში შეიცვალა დანიშნულება), განთავსდეს ქართული კულტურის ცენტრი –  რუსთაველის სახლი/სასახლე/მუზეუმი – სახელწოდებაზე შეიძლება შეჯერება.
მომხსენებელი: დავით შემოქმედელი.
მის: მაჩაბლის 13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები