დავით ბაქრაძე: დღეს თავისუფალ ცურვაში ლარის კურსი კი არა, მთავრობაა

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
მისივე თქმით, დღეს თავისუფალ ცურვაში ლარის კურსი კი არა, მთავრობაა.
„მთავრობა გვიმტკიცებს, რომ დღეს ლარის კურსი არის თავისუფალ ცურვაში. სინამდვილეში თავისუფალ ცურვაში არის დღეს ქვეყანა იმიტომ, რომ ქვეყანას და ხალხს არ ჰყავს არც პატრონი, არც მიმხედავი, არც პასუხის გამცემი. მთელი ის არაკომპეტენტურობა, რასაც ვხედავთ მთავრობის მხრიდან: ეკონომიკური განვითარების არარსებობა, კორუფცია, მაფიოზური მეთოდებით მართვა და წილები – ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე და ეს ყველაფერი ტყდება ჩვენი მოსახლეობის გაჭირვებაზე. ლარის გაუფასურება იწვევს პროდუქტის გაძვირებას, იწვევს კომუნალურების გაძვირებას, იწვევს საწვავის გაძვირებას, კრედიტის გაძვირებას – ამ ყველაფრის ფასს იხდის დღეს ჩვენი ხალხი. მთავრობა კი არაფერს აკეთებს და პასუხსაც კი არ სცემს, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი გახლავთ არჩევნების გზით ამ ხელისუფლების სახლში გაშვება და კომპეტენტური მთავრობის მოყვანა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში ვითარების შეცვლას, შეძლებს ეკონომიკურ განვითარებას და ამით დაიცავს ჩვენს მოსახლეობას გაუფასურებული და გაძვირებული ცხოვრებისგან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები