ნიკორწმინდის ტაძარში კედლის მხატვრობა განათდება
ნიკორწმინდის ტაძარში კედლის მხატვრობის განათების სისტემა დამონტაჟდა. ამის ამსახველ ფოტოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ავრცელებს ფეისბუქით.
„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ნიკორწმინდის რეაბილიტაცია. შედეგები არის საუკეთესო. რეაბილიტაცია გულისხმობს: ფასადების ქვის კონსერვაციას, სახურავის რეაბილიტაციას, კედლის მხატრობის კონსერვაციას, სარკმელებისა და კარებების რეაბილიტაციას.
ამ პროცესების პარალერულად დამინტაჟდა კედლის მხატვრობის განათების სისტემა.
ეს სურათები გამომიგზავნა ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელმა ნანა კუპრაშვილმა. ფოტო გადაღებულია რამოდენიმე საათის წინ. მართლაც და შთამბეჭდავია.
დიდი მადლობა პროექტში მონაწილეებს, საქმისადმი ასეთი გულმოდგინებისთვის და ერთგულებისთვის“, – წერს ნიკა ანთიძე.