საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ უდაბნოს ფესტივალი ჩატარდება

20 ოქტომბერს, 14:00 საათიდან 21:00 საათამდე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში,  „სოფელ უდაბნოს ფესტივალი“ ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის მიზანია სოფლის კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია და უდაბნოს თემის განვითარების ხელშეწყობა.
ფესტვივალში ჩართულები არიან  სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ცნობილი კომპანიები.
მონაწილე ორგანიზაციებია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ახალგაზრდების განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო „კომპასი”, Educational and Cultural Bridges NGO (სომხეთი ) და DANSK ICYE (დანია).
ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია ფოლკლორული კონცერტი, ტრადიციული საცეკვაო სანახაობები, საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი აქტივობები, სხვადასხვა მასტერკლასი, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემოქმედებითი კონკურსები და აქტივობები.
ფესტივალი, ERASMUS + KA2 მხარდაჭერით, პროექტ „Youth Work-Community building in Rural areas“ ფარგლებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები