ქუთაისში ლაშა ღლონტისა და მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება

0

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ლაშა ღლონტისა და მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გრძელდება ლაშა ღლონტის წარმატებული ტურნე საქართველოს მასშტაბით.
„საკუთარი ინიციატივით გადავწყვიტე, შემომევლო საქართველოს ყველა კუნჭული და ქართული სიმღერით მოვფერებოდი ჩემს ქვეყანას”, – აცხადებს ლაშა ღლონტი.
მომღერალმა ტურნე 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მეცხრე თვეა, ქართველ მსმენელს ატკბობს ჰანგებით.

კომენტარები

კომენტარი