„18 დღე აფრიკაში“ – სალონური შეხვედრა გაიმართება
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სალონური შეხვედრა „18 დღე აფრიკაში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა „მოგზაურობის დღიურების“ ციკლის ფარგლებში ჩატარდება და საღამოს სტუმრები ბლოგერები მარი ნიკურაძე და ელენე ჩხეიძე იქნებიან.
ისინი აფრიკაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე – ველურ ბუნებასა და ფერად ადამიანებზე, სხვადასხვა ტომის მაცხოვრებლებსა და მათ ხასხასა ჩაცმულობაზე, ადამიანებისა და ბუნების თანაცხოვრების ჰარმონიაზე ისაუბრებენ.
„ჯეოსელისა“ და National Geographic-საქართველოს ინიციატივით განხორციელდა პროექტი „მოვლა“, რომლის მიზანი მობილური ინტერნეტის გამოყენებით დანაგვიანებული ლოკაციების დაფიქსირება და მათი დასუფთავება იყო. პროექტში გამარჯვებულმა ბლოგერებმა ელენე ჩხეიძემ, თამუნა ბაღაშვილმა და მარი ნიკურაძემ 18 დღე აფრიკაში, კენიასა და ზანზიბარში იმოგზაურეს.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.