ირაკლი კობახიძე: ჩვენ არც მუქარის, არც შანტაჟის არ გვეშინია

ჩვენ ვიხილეთ არაერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ესეც წარუმატებლად დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ ვიხილეთ არაერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ესეც წარუმატებლად დასრულდება. რაც შეეხება იმ 9 წელს, იმ პერიოდში ხდებოდა კონკრეტული ფაქტები და ამას არანაირი ფარული ჩანაწერები არ სჭირდებოდა. რაც შეეხება სუბელიანის თემას, ჩვენ არც მუქარის, არც შანტაჟის არ გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ და ჩვენ არავის მუქარის არ გვეშინია. თუ ვინმე რამეს დააშავებს და გადაცდომა ექნება ყველა აგებს პასუხს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები