3 არასრულწლოვანს, რომლებიც ერაყის ციხეში დედასთან იზრდებოდნენ, საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ და აღსაზრდელად ბებია-ბაბუას გადასცემენ

საქართველოს 3 არასრულწლოვან მოქალაქეს, რომლებიც ერაყის ციხეში იზრდებოდნენ, აღსაზრდელად მშობლების სახლში, ბებია-ბაბუასთან დღეს გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. საუბარია სამ მოზარდზე, 5, 6 და 2 წლის ბავშვებზე, რომლებიც დღემდე ერაყის ციხეში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვების დედას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი მეუღლის გამო, ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ქართულმა მხარემ ერაყის იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმებას მიაღწია და დღეს ბავშვებს ოჯახს გადმოსცემენ.
აეროპორტში რეისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოზარდების ოჯახის წევრები და ელჩი დახვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები