ლევან დავითაშვილი: ღვინის ფესტივალი წარმატებული რთველის ჩატარების ზეიმია

“ქართული ღვინის ფესტივალი 2018″ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ფესტივალი შარდენზე, სიონის ქუჩაზე მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, თბილისში, ღვინობისთვეს, ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.
„ღვინობისთვის ფარგლებში, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. თავიდან ღვინის დღით დავიწყეთ და დიდი დაინტერესების შედეგად, უკვე ღვინის თვეს აღვნიშნავთ, რომელიც სხვდასხვა ღონისძიებას მოიცავს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვდასხვა კუთხეში. ეს არის წარმატებული რთველის დამთავრების აღნიშვნა, რთველისა, რომელიც წელს ფერმერებისთვის რეკორდული მოსავლითა და შემოსავლით ჩატარდა. ეს არის ზეიმი. ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც მუდმივად ვახორციელებთ”,-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზია და მედიაპორტალის, allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, უკვე მეორედ გაიმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთნენ და საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ, მცირე რაოდენობით ჩამოსხმულ ღვინოს, რომელსაც ყველგან ვერ შეხვდები.
ღვინის დეგუსტაციასთან და გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და ქართული აქსესუარები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები