თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე სადარბაზოს რეაბილიტაციისას, ადრეული მხატვრობის ნიმუში გამოვლინდა

თბილისში, თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მთაწმინდის გამგეობა სადარბაზოს რეაბილიტაციას ახორციელებს, მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა. როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ინტერიერის დიდი ნაწილი თვითნებური ჩარევის შედეგად, შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა.
ამ დროისთვის, სადარბაზოში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მხატვრობასთან ერთად, ასევე პირვანდელი სახით აღდგება კარები, მოზაიკური იატაკი და ლითონის მოაჯირები.
ცნობისათვის, შენობა 1989 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ფერწერული კომპოზიცია, რაზეც წინასწარი დათვალიერებით, წელიწადის დროებია გამოსახული, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.
თაბუკაშვილის ქ. N42-ში მიმდინარე სამუშაოებსა და მხატვრობის ადრეულ კომპოზიციას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები