შს სამინისტრო “სვეტიცხოვლობასთან” დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთის შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით,   შემოვლითი გზიდან.
მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
დღესასწაულის დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთაში სრულად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები