დავით საგანელიძე: ოთარ ფარცხალაძეს „საპარტნიორო ფონდთან” კავშირი არ აქვს

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს არც საპარტნიორო ფონდთან და არც მასში შემავალ კომპანიებთან, კავშირი არ აქვს.
შესაბამისი განმარტება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.
“მე, სხვათა შორის, მერე სპეციალურად მოვუსმინე, როცა მითხრეს. სულ სხვა ვერსიები ჰქონდა ერთი და იგივე საუბრისას და დღეს როგორც მითხრეს, კიდევ სხვა ვერსია თქვა. ასე ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ „ფაქტზე“ შეიძლება ისაუბროს, რომელიც არანაირ კავშირში არაფერთან არ არის. გუშინ „საპარტნიორო ფონდის“ იურიდიულმა დეპარტამენტმა გააკეთა განმარტება, მე არაფერს დავამატებ. გეტყვით ერთს, რომ არანაირი შეხება, არც თავიდან მშენებლობის პროცესში, არც მუშაობის პროცესში, არც როგორც დამფუძნებელს, არც როგორც კონსულტანტს, ბატონ ფარცხალაძეს ამ კომპანიასთან, ფონდთან, არ ჰქონია არ აქვს და რა იქნება მომავალში, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე, დაახლოებით, ხუთი წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ია, რომელიც „ბოინგის“ დეტალებს უშვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები