ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბონაკო”-ს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო” – ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რაც მენეჯმენტის მიერ ორგანიზაციის კრედიტორების ინტერესების დამაზიანებელ და საფრთხის შემცველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ასევე დაფიქსირდა ეროვნულ ბანკში არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები.
ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება ორგანიზაციის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რათა ვალდებულებების გასტუმრების პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული კრედიტორების ინტერესები”, -აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში და შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო”-ს ლიკვიდატორის, პაატა ტეფნაძის განცხადებასაც ავრცელებენ.
განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო”-ს ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ორგანიზაციის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირის შემთხვევაში:
​1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
3. საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.
​იურიდიული პირის შემთხვევაში:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
4. საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები