რას აცხადებენ საბერძნეთში მოკლული გოგონას ოჯახის წევრები (ვიდეო)

საბერძნეთში მოკლული 24 წლის სოფო წიკლაური დმანისის რაიონის სოფელ განახლებაში გაიზარდა. მას მამა ადრე გარდაეცვალა. ხოლო დედა-შვილი საბერძნეთში გაემგზავრნენ.
როგორც გარდაცვლილის ბაბუა ავთო წიკლაური ამბობს, დანაშაული იმ პირმა ჩაიდინა ვინც სოფოს იცნობდა.
მისივე თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა იცოდა, რომ სოფო წიკლაური სახლში მარტო იმყოფებოდა.
„სოფოს მეზობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ ტელეფონზეც არ პასუხობდა. კარიც დაკეტილი იყო ვერ ხსნიდნენ კარებს. ამის შემდეგ მეზობლებმა შეანგრიეს კარები და ნახეს სოფო მკვდარი იატაკზე ეგდო. ბავშვი კი ლოგინზე იწვა. გათიშული იყო. რით გათიშეს არ ვიცი. ქირით ცხოვრობდნენ. მუშაობდნენ და ხელფასი ჰქონდათ. სახლში არავითარი ძვირადღირებული არაფერი ჰქონდათ. არავინ ვიცით რატომ აწამეს ან იქ რა მოხდა. შეიძლება ვინმეს მისი მეუღლის მიმართ ჯავრი ჰქონდა, ის დაკავებულია. არ მგონია სახლში უცხო შესულიყო. იმან იცოდა სოფო სახლში მარტო იყო თუ არა“, – ამბობს გარდაცვლილის ბაბუა ავთო წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის სოფო წიკლაური საბერძნეთში მოკლული ნახეს.
საბერძნეთში იმყოფება სოფო წიკლაურის დედაც, რომელსაც ბერძენი მეუღლე ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები