გიორგი კაკურიძე: ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას არ დავარქმევდი იმას, რომ მომავალი წლიდან პოლიციელები უფრო მაღალ ხელფასს აიღებენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდად ვერ შეფასდება ის, რომ მომავალი წლიდან პოლიციელები უფრო მაღალ ხელფასს აიღებენ.
კაკურიძემ შესაბამისი განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.
ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, თითოეულ პროგრამას არგუმენტირებული შეფასება სჭირდება.
„თითოეულ პროექტზე, რომელზეც ვიტყვით, ეფექტურია თუ არაეფექტური, შეფასება უნდა განხორციელდეს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პროგრამა. პროგრამაზე „დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ გაიზარდა პროგრამის დაწყების შემდგომ მრავალწლოვანი კულტურები საქართველოში და რამდენად მეტი მოსავალი მოვა, რაც ერთის მხრივ, იმპორტს ანაცვლებს და ზრდის ექსპორტის შესაძლებლობას. იმაზე საუბარი, რომ ესა თუ ის პროგრამა არის არამიზნობრივი, თუ შეფასება არ განხორციელდა და არგუმენტებით არ ვისაუბრეთ, ნამდვილად ვერ გავიზიარეთ. პროგრამის “აწარმოე საქართველოს“ გაუმჯობესება შეიძლება და ამაზე ახალი მინისტრი მუშაობს, რათა აღნიშნული პროგრამა უფრო მეტად ეფექტური და დახვეწილი იყოს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას“ აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები