„ამერიკის საზოგადოებრივი აზრი ჯორჯ ბალანჩინის შესახებ“ – საჯარო ლექცია გაიმართება

 12 ოქტომბერს, 18 საათზე,  საჯარო ლექცია – „ამერიკის საზოგადოებრივი აზრი ჯორჯ ბალანჩინის შესახებ“ – გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციას გაუძღვება ახალი და უახლესი ისტორიის მაგისტრი პავლე ჯაგუნავა, რომელიც მუშაობდა და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის ისტორიაზე. ლექცია  იმ ქართველებზეა უცხოეთში, რომლებმაც თავისი პროფესიით არა მხოლოდ განაგრძეს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მოიპოვეს პოპულარობა და მსოფლიოში გაუთქვეს სახელი ამა თუ იმ დარგს, ამ შემთხვევაში ამერიკულ ბალეტს.
ჯორჯ ბალანჩინმა დადგა ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვა ქალაქების თეატრებში.
მის მიერ განხორციელებული საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), სტრავინსკის „ორფევსი“, „აპოლონი“, მუზათამბრძანებელი“ (1929), „აგონი“ (1958), „ბროლის სასახლე“ (ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალეიმპერიალი“ (ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ.

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.83/23.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები