ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სესხის გაცემის საკითხზე: რეგულაცია საბოლოო არ არის

0

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრინციპია, რომ სესხის ყველა გამცემმა გადაწყვეტილება მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის ანალიზით მიიღოს.
კიკორიას თქმით, რეგულაციის მიზანია, რომ ქვეყანაში, საფინანსო სექტორში ჯანსაღი საკრედიტო პოლიტიკა დაინერგოს.
“აღნიშნულ რეგულაციაზე საუბარი წელიწადნახევარია მიმდინარეობს. მისი პროექტი გამოქვეყნებული იყო. ინტენსიური მუშაობა მიდის ფინანსურ სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან. ჩემი შეფასებით კომუნიკაციის ნაკლებობა ფინანსურ სექტორთან არ ყოფილა. თუ დიალოგის არსებობაში ვგულისხმობთ იმას, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც მხარეებს აქვთ ბუნებრივია ეს ასე ვერ იქნება. ეს რეგულაცია საბოლოო არ არის და მიდის მუშაობა.
ინტენსიურად ვღებულობთ წინადადებებს. ამ რეგულაციის მიზანია, ქვეყანაში, საფინანსო სექტორში ჯანსაღი საკრედიტო პოლიტიკა დაინერგოს. ჩვენ არ გვითქვამს არასდროს რომ ეს თემა დახურულია, ან არ არის მზაობა. დღესაც იყო შეხვედრა. რაც არ შეიცვლება ეს არის პრინციპი – სესხის ყველა გამცემმა გადაწყვეტილება მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის ანალიზით უნდა მიიღოს“, – განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

კომენტარები

კომენტარი