ცხინვალის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს (ფოტო)
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცხინვალის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდნენ 37 წლის მაია ოთინაშვილი და 50 წლის აკაკი დოთიაშვილი.
ცნობისათვის, ე. წ. რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აკაკი დოთიაშვილი – 6 ოქტომბერს.