ლევან იზორია აუდიტის სამსახურის დასკვნას და წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს

 

ლევან იზორიას ჟურნალისტებმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ის თავდაცვის უწყების ხელმძღვენელის პასუხიმგებლობაზე საუბრობს.

„მე არ ვიცი ჩემი წინამორბედი რა პასუხისმგებლობას მაკისრებს, მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ დანაშაულებები, რომლებიც უკავშირდება საფინანსო დარღვევებს, არა ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში დაიწყო, არამედ 2016 წლის თებერვალსა და მარტში. საუბარია 100 ათასობით ლარის გადარიცხვაზე, ადამიანებზე რომლებიც გათავისუფლებულები იყვენენ. პირიქით ჩენი ოპერატიული მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ დანაშაულებების გამოვლენა დავიწყეთ, მათ შორის დანაშაულებების, რომლებიც ჩემი წინამორბედის პერიოდშია დაწყებული“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები