ლევან იზორიამ კონკრეტულ ბრალდებებს უპასუხა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის მინისტრის თქმით, დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რაც გამოიხატება დიდძალი ფინანსური რესურსის გამოყოფით და ამ ფონზე თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს მის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ლევან იზორიამ კონკრეტულად დაშავებული ვახტანგ დოლიძის ბრალდებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კითხვები 2013 წელს უკავშირდება, თუკი ვახტანგ დოლიძეს გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები მას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს, თუმცა თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე გადაცდომა და თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის დროს გარდაცვლილი კაპრალის, გია ჩაჩუას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, უბედური შემთხვევიდან უმოკლეს პერიოდში განკარგულება გამოიცა, რის საფუძველზეც დაღუპული კაპრალის ოჯახს 8500 ლარის ჩაერიცხა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ასევე მისი უშუალო გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ხარჯებით განმეორებით ექსპერტიზას უზრუნველყოფს, რათა არ არსებობდეს რაიმე დამატებითი შეკითხვა.
იზორიას თქმით, თითოეული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის პრობლემას თავდაცვის უწყება ყურადღებით და სრულფასოვნად განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები