ლევან იზორია: რუსეთს აღელვებს საქართველოს პროგრესი და განვითარება

დეზინფორმაცია და სიცრუის ტრაჟირება – ეს არის რუსეთის ფედერაციის ჩვეული სტილი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსულ პროპაგანდაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ეს დეზინფორმაცია ემსახურება ჩვენს საზოგადოებაში არასწორი განწყობების და ნეგატიური ფონის შექმნას. ამას უნდა შევხვდეთ მშვიდად. ეს არის ჩვეული სტილი რუსეთის ფედერაციის, რომელიც არ არის ახალი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. რუსეთს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რუსეთს აწუხებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და რუსეთს აწუხებს, რომ საქართველო ხდება სამაგალითო ქვეყანა რეგიონისთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის. რუსეთის გულისტიკივილი „ადეკვატურ“ პასუხებს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც გამოიხატება კონკრეტულ დეზინფორმაციასა და კონკრეტულ ტყუილებში“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები