„სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ – მეათე ღონისძიება გაიმართება
12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, საზოგადოებრივი პროექტი: „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ აწყობს მეათე ღონისძიებას.
როგორც „კვირას“ პროექტის ხელმძღვანელმა, პოეტმა და ლიტერატურათმცოდნემ, ქეთევან შენგელიამ აცნობა, წარმოდგენილი იქნება:
ფერწერული სავარძელი – გოჩა ზირაქიშვილი;
პოეტური სავარძელი – მარიამ პაპაშვილი;
მუსიკალური სავარძელი – ლევან ბრეგვაძე;
საპატიო სტუმრები იქნებიან – პოეტი ბაღათერ არაბული და მუსიკოსი ნიკოლოზ ბრეგვაძე.
მისამართი: მაჩაბლის ქუჩა N13.