საზარელი მკვლელობა სამეგრელოში – დანაშაული გახსნილია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1979 წელს დაბადებული სოსო დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სოსო დ-მ მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში შურისძიების ნიადაგზე, 1942 წელს დაბადებულ ნიაზ დ-ს ყელის და მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნიაზ დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სოსო დ. დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს. დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BtcWHeUXT-k&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები