ლენჯერში, ლელა ჯაჯვანის კოშკის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
2018 წელს დასრულდა ლენჯერში, ლელა ჯაჯვანის კოშკის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.
შესრულებული სამუშაოების შედეგად, კოშკი გაიწმინდა ნანგრევებისაგან, ამოშენდა კედლები არსებული კედლების წყობის სტრუქტურის გათვალისწინებით.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
შემსრულებელია შპს „თაუერს+“.