სამართალდამცველები ინტერპოლის პრეზიდენტს ეძებენ
ინტერპოლის პრეზიდენტ, მენ ჰუნვეიზე ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
როგორც ისინი ინტერპოლის პრეზიდენტის მეუღლეზე დაყრდნობით წერენ, გაუჩინარების შესახებ მან სამართალდამცველებს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში აცნობა.
ცნობისთვის, 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთში 29 სექტემბერს გაემგზავრა და მისი კვალი მას შემდეგ არ ჩანს.